ჰიტ ლეჯერი გარდაიცვალა წამლის ჭარბი დოზით გამომცემლობა TMZ–ის თანახმად, 6 თებერვალს გამოქვეყნდა პათანატომების ანგარიში, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ლეჯერი გარდაიცვალა ექიმის მიერ გამოწერილი წამლის ჭარბი დოზით, რომელთა შორის იყო ანტიდეპრესანტები, ტკივილგამაყუჩებლები და საძილე საშუალებები. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებში არ არის მოხსენიებული მსახიობის სისხლში ნაპოვნი წამლის კონცენტრაციები, და თუ რომელმა მედიკამენტმა გამოიწვია ჰიტ ლეჯერის(Heath Ledger) სიკვდილი. NYPD–ს ანგარიშში ჩამოთვლილია მხოლოდ ის წამლები, რომლებმაც გამოიწვია მძიმე ინტოქსიკაცია. მათ შორისაა დამამშვიდებლები Xanax-ი, Valium-ი და Lorazepam-ი, ასევე საძილე საშუალებები: Restoril-ი და Unisom-ი. 22 იანვარს დაახლოებით ოთხ საათზე ლეჯერი იპოვეს გარდაცვლილი ნიუ–იორკის კვარტალ - "მერი ქეით ოლსენში". თავდაპირველი ინფორმაციით – ცხედრის გვერდით ნაპოვნი იყო ნარკოტიკები, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ გარდა მედიკამენტებისა სახლში არანაირი აკრძალული ნივთიერება არ იყო. HEY YOU I LOVE MADONNA!!!:)
Message edited by Holly - Sunday, 2008-02-10, 8:37 Am
ჰარვარდმა პერის ჰილტონი დააჯილდოვა ჰარვარდის უნივერსიტეტთან არსებულმა იუმორისტულმა ჟურნალმა The Harvard Lampoon-მა პერის ჰილტონი( მაღალი საზოგადოების ძუ ლომი) წლის ქალად აღიარა. ჯილდოების გადაცემისას პერის ჰილტონმა განაცხადა შემდეგი: "ეს როგორც რეალითი შოუა, ხალხი ფიქრობს, რომ მე ისეთი ვარ როგორსაც მხედავენ, მაგრამ ნუ დაივიწყებთ, რომ ეს მხოლოდ თამაშის ნაწილია. მთლიანობაში მე აქ მომწონს. აქ უხვადაა სიმპათიუირი ბიჭები". მრავალმილიონიანი ქონების მემკვიდრემ საუბრის ბოლოს დაამატა: " თქვენ ვაჟებო, იცით რაში მდგომარეობს გართობის არსი!" აქამდე ჰარვარდი წლის ქალებად ასახელებდა სკარლეტ იოჰანსონს(Scarlett Johansson), ჰელი ბერის (Halle Berry) და სარა ჯესიკა პარკერს (Sarah jessica parker). HEY YOU I LOVE MADONNA!!!:)
Message edited by Holly - Sunday, 2008-02-10, 8:36 Am
რობერტ დე ნირო და კაილი მინოუგი გაემგზავრნენ ბერლინში შოუ-ბიზნესის ვარსკავლავები შეიკრიბნენ ამ დღეებში ყოველწლიურ Golden Camera TV Awards-ის პრემიის დაჯილდოებაზე. რობერტ დე ნირო ბერლინს ესტუმრა თავის მეუღლე გრეის ჰაიტაუერთან ერთად. მსახიობმა ჯილდო მიიღო კინოსა და ცხოვრებაში მიღწევებისათვის. კაილი მინოუგიც არ დარჩენილა პრიზის გარეშე. ავსტრალიელი მომღერალი დაჯილდოვებულ იქნა საუკეთესო უცხოელი მომღერლის ნომინაციაში. Golden Camera Awards-ის პრემიის დაჯილდოვებას ესწრებოდა ასევე ჰილარი სუონკი(Hilary Swank). HEY YOU I LOVE MADONNA!!!:)
Message edited by Holly - Sunday, 2008-02-10, 8:36 Am
aნჯელინა ჯოლი ცდილობს გადაარჩინოს ურთიერთობები გამომცემლობა The National Enquirer– ი წერს, რომ მსახიობი ცდილობს შეინარჩუნოს ურთიერთობები ბრედ პიტთან საერთო შვილის გაჩენით. ჟურნალის აზრით, ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი შვილის აყვანის საკითხის გამო დიდი ხნის განმავლობაში არ ურთიერთობდნენ. ერთ–ერთი წყარო წერს: <<ბრედს დიდი ხანია სურს, რომ ენჯიმ გააჩინოს შვილი. მაგრამ ჯოლი უარზე იყო, მას სურდა აეყვანა ბავშვი ღარიბი ქვეყნიდან. იმისათვის რომ მათ ურთიერთობებში დაძაბულობა მოხსნილიყო, ჯოლიმ გადაწვიტა დაფეხმძიმება. წყვილთან დაახლოებული პირები ამტკიცებენ, რომ კონფლიქტი იმდენად სერიოზული იყო, რომ ბრედი ურთიერთობის გაწყვეტასაც კი აპირებდა>>. სხვა წყაროები კი წერენ, რომ ჯოლი დაფეხმძიმდა ხელოვნური განაყოფიერებით HEY YOU I LOVE MADONNA!!!:)
Message edited by Holly - Sunday, 2008-02-10, 8:34 Am