KIRCHXIBI - HOROSKOPI - 2008 WELI - Forum
Site menu
Tag Board
200
Our poll
GJERA BEDISCERIS?
Total of answers: 304
Login form
E-mail:
Password:
Site friends
Statistics
[ New messages · Members · Forum rules · Search · RSS ]
Page 1 of 11
Forum » 2008 WELI » HOROSKOPI » KIRCHXIBI
KIRCHXIBI
DARKNESSDate: Thursday, 2008-01-31, 3:17 Pm | Message # 1
Admin
Group: Administrators
Messages: 265
Reputation: 1
Status: Offline
>>>>დახასიათება <<<<

კირჩხიბი ყველაზე უწესრიგოა ურთიერთობებში. ცვალებადი განწყობილების გამო იგი ჩახლართული სასიყვარულო ინტრიგების გმირი ადვილად შეიძლება გახდეს. მაგრამ თუ ვინმე შეუყვარდა, არაფერია ისეთი, მის გულის მოსაგებად რომ არ გააკეთოს. სქესობრივი აქტის არავითარი ფორმა მისთვის უცხო არ არის. ამ ნიშნის ქალებს მოწონს დედობრივად მოექცნენ მამაკაცებს. კირჩხიბი მკერდით მართავს და სხეულის ეს ნაწილი განსაკუთრებით აღაგზნებს მას. კირჩხიბ მამაკაცებს ხშირად მათზე უფროსი, დედის ტიპის ქალები იზიდავთ. კირჩხიბს სქესობრივ ფუნქციებზე უზარმაზარი კონტროლის უნარი აქვს. მას ძალუძს ინტენსიური სასიყვარული შექცევა დიდი ხნით გაახანგრძლივოს. მამაკაცებს და ქალებსაც უყვართ როცა ეალერსებიან.
ამ ნიშნის ქალებს მოსწონთ პატარა, უმანკო გოგონას როლის თამაში, რომელსც გამოცდილი, გარყვნილი მამაკაცი შეაცდენს. სინამდვილეში სიხარულით აღარ არიან შეცდენის დროს და განსაკუთრებულ ეროტიკულ სიამოვნებას გრძნობენ, თუმც ისე იქცევიან, თითქოს სინანულით ეთხოვებოდნენ ქალწულობის დაკარგვას.
კირჩხიბი განსაკუთრებით დიდი რაოდენობით მორცხვ ხალხს წარმოშობს. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში კირჩხიბი მეორე უკიდურესობაში ვარდება სექსუალურ ურთიერთობებში და აგრესიულ, მბრძანებელ როლს თამაშობს, ზოგჯერ სიტყვით და საქმით სადიზმამდე მიდის.


Nothing lasts forever,even cold November rain..
 
DARKNESSDate: Thursday, 2008-01-31, 3:18 Pm | Message # 2
Admin
Group: Administrators
Messages: 265
Reputation: 1
Status: Offline
>>>>დადებითი თვისებები <<<<

მიუხედავად იმისა, რომ კირჩხიბი ნერვიულია, ბევრი სიკეთის მატარებელია: მშობლური დამოკიდებულება, წყნარი ოჯახური ცხოვრების სიყვარული, სარისკო საქმეებში მოთავეობა და დიდი სიბეჯითე. გარდა ამისა, მას ერთი დასაფასებელი თვისებაც გააჩნია, რაც უარყოფითი თვისების დაძლევაში ეხმარება; ეს არის მოთმინება. კირჩხიბი შეიძლება ძალიან მომჭირნე, წინდახედული და შრომისმოყვარე იყოს.


Nothing lasts forever,even cold November rain..
 
DARKNESSDate: Thursday, 2008-01-31, 3:19 Pm | Message # 3
Admin
Group: Administrators
Messages: 265
Reputation: 1
Status: Offline
>>>>უარყოფითი თვისებები <<<<

კირჩხიბი ხშირად მოუსვენრობისა და შიშის მხსვრერპო ხდება. მან უნდა დაძლიოს შეზღუდვები, თავის თავს რომ დაუწესა. თავის წარსულ ბავშობაზე ფიქრს უნდა მოეშვას და ნებისყოფის დაძაბვით აიძულოს თავის ასაკის შესაფერისად იცხოვროს. უზომო ჭამა–სმას უნდა ერიდოს. კრიტიკის ატანაც უნდა ისწავლოს და გგუნება–განწყობის სიდინჯეც.
მაგრამ მისი ძირითადი ნაკლი ისაა, რომ არაფრით საუბარში არ ჩაერთვება, თუ მისგან თავის დაღწევის უმცირესი შანსი მაინც არსებობს. მისი „ჩიხში მოქცევა“ შეუძებელია. უმალ სიხრუეს მორებს დაახვავებს, ვიდრე თავის ცოდვას აღიარებს.


Nothing lasts forever,even cold November rain..
 
DARKNESSDate: Thursday, 2008-01-31, 3:21 Pm | Message # 4
Admin
Group: Administrators
Messages: 265
Reputation: 1
Status: Offline
>>>>შესაფერისი პარტნიორები <<<<

კაცი – კირჩხიბი

ქალი:

ვერძი – მიუხედავად იმისა, რომ პარტნიორები შესანიშნავი წყვილია როგორც საყვარლები, ერთად ცხოვრების შემთხვევაში მათი ურთიერთობა ძალზედ რთულია. ქორწინება დაინგრევა მკაცრი ვერძის გამო. ასეთ ქორწინებაში ბავშვები ძალიან იტანჯებიან.

კურო – კარგი კავშირია კირჩხიბისათვის, რადგანაც თავისუფლად შეუძლია კუროს გადააბაროს თავისი საქმეები... ორივე ნიშნის ქვეშ დაბადებულნი მომთმენნი არიან და ერთმანეთს კარგად ეთვისებიან. მათი ქორწინება ინერციით გრძელდება მრავალი წლის მანძილზე. მაგრამ სიბერეში კირჩხიბმა შეიძლება იფეთქოს და მათი კავშირიც დაინგრეს.


Nothing lasts forever,even cold November rain..
 
DARKNESSDate: Thursday, 2008-01-31, 3:22 Pm | Message # 5
Admin
Group: Administrators
Messages: 265
Reputation: 1
Status: Offline
ტყუპები – მათი კავშირი არასტაბილურია, მაგრამ შესაძლებელია დიდხანს გაგრძელდეს. ტყუპებს ახასიათებს თავიანთ თავში ჩაკეტვა, თუ რა უდევთ გულში, ეს მხოლოდ მათთვის არის ცნობილი... მაგრამ კირჩხიბს ეს ნაკლებად აღელვებს. ქორწინების გარეშე ურთიერთობის (საყვარლების) შემთხვევაში უფრო შეეფერებიან ერთმანეთს და მათ ურთიერთობებშიც საგრძნობლად შეიმჩნევა ურთიერთმიზიდვა და ელვარება.

კირჩხიბი – ერთ-ერთი იშვიათი კავშირია, რადგან მათი ერთ სახლში ყოფნა საკმაოდ რთულია და წარმოუდგენელი. კირჩხიბს კირჩხიბის ერთი სიტყვითაც ესმის და ამიტომ მათი ურთიერთობები საკმაოდ მოსაწყენი და უინტერესოა.

ლომი – ასეთი კავშირები საკმაოდ ხშირად გვხვდება. ლომი – საკმაოდ ძლიერი ქალია და კირჩხიბიც მიისწრაფვის მისკენ. ამიტომაც ლომს არ უჭირს მისი მოხიბვლა, რაც საკმაოდ ადვილად გამოსდის. მათი ქორწინება ხანგრძლივია, რესპექტაბელური და იღბლიანი. მაგრამ მიუხედავად ამისა, კირჩხიბი ძალიან აფორიაქებულია გულში და პირველივე შემთხვევაში შეიკეტება თავისივე სოროში. ორივე ზოდიაქოს ნიშანი შეპყრობილია საკმაოდ ბოროტი ზრახვებითა და თავმოყვარეობით.


Nothing lasts forever,even cold November rain..
 
DARKNESSDate: Thursday, 2008-01-31, 3:22 Pm | Message # 6
Admin
Group: Administrators
Messages: 265
Reputation: 1
Status: Offline
ქალწული – ასეთი კავშირი შესაძლებელია დიდხანს გაგრძელდეს, მიუხედავად მათ შორის უთანხომოებისა. ქალწულს მეუღლის მიმართ ექნება წყენა და პრეტენზიები, რის გამოც კირჩხიბი ეცდება სამაგიეროს გადახდას, იგი მას ბევრჯერ უღალატებს. თუმცა ისინი საკმაოდ მშვიდობიანი ურთიერთობების მქონე პარტნიორების შთაბეჭდილებას ტოვებენ. მათი კავშირი ფინანსური უზრუნველყოფის შემთხვევაში მყარი იქნება, თუ არადა ურთიერთობები მალე დაინგრევა.

სასწორი – რთული, მაგრამ საკმაოდ შესაძლებელია მათი ერთად ყოფნა. კირჩხიბს სასწორი მისი მომხიბვლელობითა და კონტაქტურობით მოსწონს. მათ შესანიშნავი სასიყვარულო ურთიერთობები აქვთ. თუმცა სასწორისათვის პირველ ადგილზე დგას, ის თუ როგორ იქცევა მამაკაცი საზოგადოებაში, მაგრამ კირჩხიბი ამ გამოცდას ვერ უძლებს და ამიტომ სასწორი მას როგორც მეუღლეს უარყოფს.
მორიელი – მათ შესანიშნავი სასიყვარულო ურთიერთობა აქვთ, მაგრამ კირჩხიბი ამისგან ძალიან იღლება. შინაგანად მას ეშინია მორიელის, მას არ სჭირდება ამდენი სექსი. თუმცა მხოლოდ მორიელს შეუძლია დაინახოს მასში მამაკაცი და ამისათვის ისიც მადლობელია. ამიტომ მათ ერთ ჭერქვეშ ცხოვრება ძალიან უჭირთ, სახლში მუდამ სუფევს დაძაბული ატმოსფერო


Nothing lasts forever,even cold November rain..
 
DARKNESSDate: Thursday, 2008-01-31, 3:23 Pm | Message # 7
Admin
Group: Administrators
Messages: 265
Reputation: 1
Status: Offline
მშვილდოსანი – ეს კავშირი ძალიან რთულია, რადგან მშვილდოსანი მას ხშირად დათგუნავს. კირჩხიბი დიდხანს ითმენს და შემდეგ ის მოიქცევა ისე, როგორც "ჯარისკაცი ომში" და ადგილი ექნება მის აფეთქებას.

თხის რქა – ეს კავშირი შეუძლებელია მოწიფულობის ასაკში. თუმცა ხშირად გვხვდება ახალგაზრდებში. თხის რქა ცდილობს კირჩხიბის დაყოლიებას და გადააქციოს "ოჯახის ნივთად". ერთად თანაცხოვრების შემდეგ ისინი კარგად ხვდებიან, რომ განსხვავებული ბუნების არიან და სხვადასხვა სამყაროში ცხოვრობენ.

მერწყული – მათი კავშირი უფრო წააგავს სასიყვარულო რომანს, ვიდრე სერიოზულ ურთიერთობებს, თუმცა შესაძლებელია ეს კავშირი დიდხანს გაგრძელდეს. მერწყულისთვის ეს ურთიერთობები საკმაოდ უიღბლოა, ის კარგად ხედავს, რომ კირჩხიბმა მას ყველა საქმე გადააბარა, ასევე მასზე ძალიან მოქმედებს ტყუილები და წუწუნი. ბავშვების მიმართ ძალიან კეთილგაწყობილნი არიან, მათ ერთად ზრდიან


Nothing lasts forever,even cold November rain..
 
DARKNESSDate: Thursday, 2008-01-31, 3:23 Pm | Message # 8
Admin
Group: Administrators
Messages: 265
Reputation: 1
Status: Offline
თევზები – ამ ზოდიაქოს ქვეშ დაბადებულებს ბევრი საერთო აქვთ. სასიყვარულო ურთიერთობებში ისინი ერთმანეთისათვის არიან გაჩენილნი. მაგრამ მათ შორის არის რაღაც დამალული და უთქმელი. მხოლოდ სექსუალური (სასიყვარულო) კავშირი მალე ინგრევა, მაგრამ ქორწინებაში მათი დამოკიდებულება საკმაოდ მყარია, უკეთესი წყვილი არ შეიძლება მოიძებნოს

Nothing lasts forever,even cold November rain..
 
GuestDate: Saturday, 2009-03-28, 10:28 Am | Message # 9
Group: Stumari





wink wink wink
 
GuestDate: Tuesday, 2009-06-09, 6:54 Pm | Message # 10
Group: Stumari





cool cool cool cool cool heh rac magrebi vart chven vaaart tongue tongue tongue tongue happy happy cool cool

Added (2009-06-09, 6:54 Pm)
---------------------------------------------
cool cool cool cool wink wink wink

 
GuestDate: Thursday, 2009-06-11, 1:52 Pm | Message # 11
Group: Stumari





natia cry cry
 
GuestDate: Thursday, 2009-07-30, 3:18 Am | Message # 12
Group: Stumari





magrebi vart ra wink biggrin
 
GuestDate: Friday, 2009-08-28, 1:34 Am | Message # 13
Group: Stumari





kirchxibebi magrebi vart. biggrin
 
NiiniiiDate: Tuesday, 2009-09-22, 11:49 Am | Message # 14
Group: Stumari





aba raa ... KirchxeebIi yveelazeee cOol - ebii vaart.... cool cool tongue tongue bb2 friends flirt yes yu spiteful
 
GuestNINIDate: Saturday, 2009-10-17, 6:16 Am | Message # 15
Group: Stumari





HE HEEE MAGREBIVART RAA cool
 
GuestDate: Thursday, 2009-11-12, 2:51 Am | Message # 16
Group: Stumari





kirchxibebi sauketosini vart... biggrin biggrin biggrin
 
Forum » 2008 WELI » HOROSKOPI » KIRCHXIBI
Page 1 of 11
Search:
New reply
Name:
Message text:
Message options:
Security code:

Copyright MyCorp © 2009 | Site managed by uCoz system